11:41 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-13 15:02:39, 16534 ნახვა

High - Tech
Bentley საკუთარ ლეგენდარულ ავტომობილს ლიმიტირებულ კოლექციაში გამოუშვებს

Bentley-ს კონცერნი 1929 წლის ლეგენდარული ავტომობილის Blower-ის ასლს ლიმიტირებული რაოდენობით გამოუშვებს. ამ მოდელის დიზაინი სერ ჰენრი ტიმ ბირკინს ეკუთვნის და ის ავტოხელოვნების მუზეუმში ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს. 
Blower-ის 4 ავტომობილი 1929 წელს გამოუშვეს, ოთხივე მოდელი სპორტისთვის იყო განკუთვნილი. Bentley-ს რელიზში ნათქვამია, რომ სუპერლიმიტირებული კოლექცია 12 მანქანისგან შედგება-ანუ კონცერნი 2021 წელს მხოლოდ 12 ავტომობილს გამოუშვებს. მანქანების ნაწილების 60% ხელით იქნება აწყობილი, რაც დღევანდელი კონცერნების პირობებში უპრეცედენტოა. 


ავტომობილების ნაწილებს შემდეგი წესით დაამზადებენ : დაიშლება Mulliner-ის მუზეუმში მყოფი ავტომობილი, შემდეგ 3D სკანერის მეშვეობით ყველა ნაწილს ციფრულად აღბეჭდავენ და კომპიუტერულ მაკეტს შეკრავენ, შემდეგ შეიქმნება სპეციალური პრესი (იმ პრესის ანალოგი, რომლების ომამდელ პერიოდში გამოიყენებოდა) , რომლის მეშვეობით ნაწილების დამზადება იქნება შესაძლებელი. ამის შემდეგ მექანიკოსები ავტომობილს ხელით ააწყობენ. ამისთვის კონცერნს 2 წელი დასჭირდება.
მარტივად რომ ვთქვათ Bentley Blower ზუსტად ისე დამზადდება, როგორც 1929 წელს. 
ავტომობილების სავარაუდო მყიდველების ვინაობა , როგორც ფასი უცნობია, მაგრამ 12-ივე მანქანა უკვე გაყიდულია.

 

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics