|
2015-07-06 13:01:57, 696 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მომავალი წლის განმავლობაში 80-ზე მეტი საწარმო გაიხსნება
სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში წლის ბოლომდე და მომავალი წლის განმავლობაში 80-ზე მეტი ახალი საწარმო გაიხსნება. ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს სერვისცენტრის გახსნაზე ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს იქნება ცენტრი, სადაც ცენტრალიზებულად მიიღებს ყველა მეწარმე ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მას აინტერესებდეს სახელმწიფოს მიერ მიწოდებული პროგრამების ფარგლებში. აქ იქნება კონსოლიდირებული სერვისები. უკვე 80-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა ჩვენი პროგრამით, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე და მომავალი წლის განმავლობაში 80-ზე მეტი საწარმო გაიხსნება, რაც უკვე დამატებით რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს ნიშნავს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ციკოლიას თქმით, პროგრამასთან "აწარმოე საქართველოში" დაკავშირებით მოლოდინები გამართლდა და საქართველოში 90-მდე ახალი ბიზნესი იქნება. „სამუშაო ადგილების შექმნის, რეგიონებში ბიზნესის განთავსების კუთხით ზუსტად იმ შედეგს ვხედავთ, რაც იყო მოლოდინი. გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი. რაც შეეხება დაფინანსების ნაწილს, ჩვენ ფინანსური სექტორი გვყავს ამ პროგრამში ჩართული, ბანკების მეშვეობით ხდება ეს ყველაფერი, დამატებით გამჭვირვალობის კუთხით ერთობლივი სისტემაა შექმნილი და ონლაინ რეჟიმში ხდება მეწარმის ვალდებულების, შესრულების კუთხით მონიტორინგი. გარდა ამისა, ჩვენი პორთფოლიო მენეჯერები ყოველდღიურად უკავშირდებიან მეწარმეებს, თუ როგორ მიმდინარეობს მათი განვითარება. მეწარმეები ბანკის წინაშე ასრულებენ ვალდებულებებს, სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებები მინიმალურია“, - განაცხადა გიორგი ციკოლიამ. ცნობისთვის, ხვალ ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ერთწლიან მუშაობას შეაჯამებს.
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)