01:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 10:58:22, 516 ნახვა

სამართალი
დღეს გახდება ცნობილი, გაათავისუფლებენ თუ არა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულ 5 ყოფილ მაღალჩინოსანს

დღეს გახდება ცნობილი, გაათავისუფლებენ თუ არა ე.წ. კაბელების საქმეზე და დაკავებულ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს.

სასამართლომ დღევანდელ პროცესზე, რომელიც ცოტა ხანში უნდა დაიწყოს, პროკურატურის შუამდგომლობა უნდა განიხილოს, რომელიც ბრალდებულებისთვის პატიმრობის გაუქმებას გულისხმობს.

უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობის 100 000 ლარიანი გირაოთი შეცვლას მოითხოვს.

როგორც პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურა არ აქვს გონივრული მოლოდინი, რომ დარჩენილ დროში საქმეზე შესაძლებელი გახდება არსებითი განხილვის ფარგლებში შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება..

სწორედ ამიტომ, პროკურატურა დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

ცნობისთვის, ე.წ. კაბელების საქმეზე სულ 5 პირია დაკავებულია. ესენი არიან: ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics