02:36 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 12:56:16, 567 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი თაბუაშვილი: ფინანსთა სამინისტროს ღია მზაობა აქვს ურთიერთობა დაამყაროს ბიზნესსექტორთან

„ჩვენ გვაქვს ღია მზაობა ურთიერთობა დავამყაროთ ბიზნესსექტორთან“,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა საქართველოს  დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც  ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრებთან ერთად სამთავრობო სტრუქტურებთან  და  კერძო სექტორში არსებულ  პრობლემებზე იმსჯელეს. 
როგორც თაბუაშვილმა აღნიშნა,  ბიზნესსექტორთან შეხვედრები სისტემატურ ხასიათს მიიღებს.
„ჩვენ გვაქვს ღია მზაობა ურთიერთობა დავამყაროთ ბიზნესსექტორთან. შეხვედრა, დიალოგი და შეჯერებული გადაწყვეტილების მიღება ფინანსთა სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აქტიურ რეჟიმში დავიწყეთ შეხვედრა და ურთიერთობები ბიზნესსექტორთან, ეს რასაკვირველია  გაგრძელდება“,-განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა. 
ცნობისთვის, შეხვედრაზე ფინანსთა  სამინისტრომ   ინფორმაცია საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით  განხორციელებულ ცვლილებეზე წარმოადგინა, გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ სიახლეებზე და ასევე საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics