13:58 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 15:42:00, 463 ნახვა

პოლიტიკა
ხმალაძე: გენოციდის განხორციელებაში სააკაშვილის მიმართ რუსეთის ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა

„გენოციდის განხორციელებაში სააკაშვილის მიმართ რუსეთის ბრალდება სრულიად უსაუძვლოა“,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ რუსეთის სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, რუსეთი მიხეილ სააკაშვილს გენოციდის და მკვლელობის  ბრალდებით საერთაშორისო  სასამართლოში უჩივის.

მისივე თქმით, რუსეთი ვერ შეძლებს იმის დამტკიცებას, რაც ბუნებაში არ არსებობს.

„საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ აქვს  სარჩელი შეტანილი,  სადაც მათ ბრალი ედებათ გენოციდის განხორციელებაში, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე.  მათი ბრალდება გენოციდში გნებავთ საქართველოს, გნებავთ სააკაშვილის, ნებისმიერი თანამდებობის პირის მიმართ,  არის სრულიად უსაფუძვლო და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან ადვილად დასამტკიცებელი იქნება. რაც შეეხება  რუსეთს, ის ვერ შეძლებს იმის დამტკიცებას, რაც ბუნებაში არ ყოფილა“,-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ  რუსეთმა საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ  გენოციდის, მკვლელობის, აკრძალული საშუალებების გამოყენების და ომის  წარმოების დაუშვებელი მეთოდების  ბრალდებებით, საერთაშორისო სამამართლოში მასალები გადაგზავნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics