21:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 18:38:18, 776 ნახვა

სხვადასხვა
MDF: ერთი წლის განმავლობაში ქართულ მედიაში ჰომოფობიური გამოხატვის 331 ფაქტი გამოვლინდა

მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ერთი წლის განმავლობაში ქართულ მედიაში ჰომოფობიური გამოხატვის 331 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და გენდერული სტერეოტიპების ტირაჟირების – 74. ჯამში ამ ფაქტების რაოდენობა 405-ს შეადგენს.
MDF–ის ინფორმაციით, ჰომოფობიური გამოხატვის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და გენდერული სტერეოტიპების ტირაჟირების მხრივ ლიდერობს გაზეთი „ასავალ–დასავალი“, დაფიქსირებულია 59 ფაქტი. მეორე ადგილზეა გაზეთი „კვირის ქრონიკა“ (25 ფაქტი), მას კი ინტერნეტ-პორტალი Geworld.ge მოსდევს. 
ფონდის კვლევებში აღნიშნულია ასევე სხვა დანარჩენი მედია საშუალებები, რომლებიც ჰომოფობ მედია საშუალებად სახელდებიან. ესენია :  საქინფორმი – 9 ფაქტი; მედია-კავშირი “ობიექტივი” – 9 ფაქტი; ალია – 5 ფაქტი; პრაიმ-ტაიმი – 4 ფაქტი; რეზონანსი – 5 ფაქტი; კვირის პალიტრა – 4 ფაქტი; პირველი – 6 ფაქტი; ტვ კავკასია – 2 ფაქტი; რუსთავი 2 – 1 ფაქტი; GDS – 1 ფაქტი.
“ჰომოფობია – სიძულვილი გეი ან ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ, ან მათი ცხოვრების სტილის, ან კულტურის მიმართ, ან ზოგადად განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ; გეი და ლესბოსელი ადამიანებისადმი ან ზოგადად ჰომოსექსუალობისადმი ნეგატიური დამოკიდებულება შეიძლება გამოიხატებოდეს მღელვარებით, ზიზღით, მტრობით, აგრესიით, დისკომფორტით ან შიშით. მათ შორის, სიძულვილის ენით და ა.შ. ყველა ამ მიმართულებას “ჰომოფობიურ გამოხატვაში” ვაერთიანებთ”, – ნათქვამია აღნიშნული ფონდის დოკუმენტში. 
ცნობისთვის, მედია მონიტორინგი ერთწლიან – 2014 წლის 17 თებერვლიდან 2015 წლის 18 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს და 6 გაზეთზე, 5 ტელევიზიასა და 8 ონლაინ გამოცემაზე დაკვირვების შედეგებს ასახავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics