17:59 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 12:45:34, 459 ნახვა

საზოგადოება
მარგველაშვილი: მამა ილიამ თავისი გმირობით კაცობრიობა უკეთესი გახადა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგო.

გიორგი მარგველაშვილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მამა ილია კარტოზიას სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

ქვეყნის პირველმა პირმა მის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მამა ილიამ თავისი რწმენით და გმირობით უკეთესი გახადა მთელი კაცობრიობა.

"ძნელია საქართველოს ისტორიაში  ჩაწერო შენი სახელი მაშინ, როდესაც სამშობლოსთვის ამდენი თავდადებული წმინდანი და გმირია. მამა ილიამ ეს შეძლო და თავისი გმირობით უკეთესი გახადა მთელი კაცობრიობა და გაანათა ის თავისი რწმენითა და გმირობით. სამოქალაქო გმირობისთვის მამა ილია კარტოზია დავაჯილდოვეთ. ეს არის მცირე წვლილი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, მაგრამ ბუნებრივია, მისი ხსოვნის პატივისცემა და მის მაგალითზე მომავალი თაობების აღზრდა ყველა ჩვენგანის ვალია", - განაცხადა გიორგი  მარგველაშვილმა.  

საქართველოს პრეზიდენტმა მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია სიკვდილის შემდეგ სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისათვის, განსაკუთრებული პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, მამა ილია კარტოზია ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 28 დეკემბერს გარდაიცვალა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა  შორის საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics