15:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 12:55:47, 753 ნახვა

სხვადასხვა
ზედაზენში ლუდის მაგივრად დღეს მხოლოდ ლიმონათს ჩამოასხამენ

პრემიუმ ლუდის პრემიუმ მწარმოებელი ლუდსახარში „ზედაზენი“ 1 ივნისს ლუდის წარმოებას წყვეტს. აღნიშნული დღე მთლიანად ლიმონათის წარმოებასა და ბავშვებს მიეძღვნებათ.

1 ივნისი „ზედაზენში“ ბავშვებისათვის ღია კარის დღედ გამოცხადდა. სტუმრად მოსულ პატარებს ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ცეზარ ჩოჩელმა უმასპინძლა.

„გილოცავთ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ძვირფასო, ბავშვებო, განსაკუთრებულად თქვენ მინდა მოგილოცოთ ეს დღე. ყველა ბავშვის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული, ეს თითოეული ჩვენგანის ვალია, ისვე როგორც თქვენს ყოველდღიურ კეთილდღეობაზე ზრუნვა. ამიტომ, მშობლებთან და თქვენთვის სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან ერთად თქვენ მხარდამჭერად მიგულეთ. გისურვებთ, მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ცხოვრებას“ - ამ სიტყვებით მიესალმა ყველაზე ძვირფას სტუმრებს ცეზარ ჩოჩელი და პატარებს „ზედაზენის“ ქარხნის და თვალიერებისას მეგზურობა გაუწია.

ღონისძიების ფარგლებში, მცხეთა-თიანეთისა და თბილისში, 70-მდე საბავშვო ბაღს და ბავშვთა სახლს, 15 000 ბოთლზე მეტი ლიმონათი საჩუქრად დაურიგდათ. (რ)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics