12:31 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 17:16:01, 2143 ნახვა

სპორტი
ბარბარე რაფალიანცის დედა: დღემდე ვეძებ ჩემი შვილის მკვლელებს, მაგრამ ამაოდ (ვიდეო)

„ჩვენი საქმეები შემოდეს თაროებზე და სულ აღარ  აინტერესებთ, ამიტომ მოდით ძმებო, დებო, ჩვენ დავუდგეთ ამ ადამიანებს გვერდში და გამოვიძიოთ, რადგანაც ეს ძალიან დიდი უსამართლობაა“, - ამის შესახებ პარლამენტის შენობასთან ბარბარე რაფალიანცის დედამ თათია მექერიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა და ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა.

„დღეს ჩვენ აქ ერთმა ტკივილმა გაგვაერთიანა, მალხაზს და ზაზას ვუცხადებ სოლიდარობას.  როგორც მათი შვილები, ისე ჩემი შვილიც 2012 წლის 30 სექტემბერს სასტიკად მოკლეს.  მე ექვსი წელი ვეძებ სამართალს, მაგრამ სამართალს ვერ ვიპოვით ამ უსამართლო ქვეყანაში, დღემდე ვეძებ ჩემი შვილის მკვლელებს, მაგრამ ამაოდ. ჩვენი საქმეები შემოდეს თაროებზე და სულ აღარ  აინტერესებთ, ამიტომ მოდით ძმებო-დებო ჩვენ დავუდგეთ ამ ადამიანებს გვერდზე და გამოვიძიოთ, რადგანაც ეს ძალიან დიდი უსამართლობაა. მე მყავს შვილები, არ მინდა ამ უსამართლო ქვეყანაში იზრდებოდნენ და მეშინოდეს, დილით როცა გავლენ სახლიდან დაბრუნდებიან თუ არა უკან. ავღვკვეთოთ ეს სასტიკი რეჟიმი და წავიდნენ აქედან“, - განაცხადა ბარბარე რაფალიანცის დედამ, თათია მექერიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან აქცია #ნუმომკლავ გრძელდება.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics