02:11 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-03 15:53:58, 547 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც ბაქოში ოფიციალურად გაიხსნა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტს, ქეი იანაგისავას.  შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობები და JICA-ს მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები.

ფინანსთა მინისტრმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ, ასევე ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე. იმსჯელეს ეკონომიკის ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორებიცაა: ენერგეტიკა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, საინვესტიციო პოტენციალის გამოყენებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერპექტივებზე.

დღესვე, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics