02:07 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 13:19:27, 610 ნახვა

პოლიტიკა ეკონომიკა
EBRD: დამნაშავე ადამიანის ძებნა მთავრობაში საჭირო არაა

„არამგონია რომ საჭირო იყოს, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაში დამნაშავე ადამიანის ძებნა მთავრობაში“, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ ლარის კურსის გაუფასურების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

EBRD-ის რეგიონული დირექტორის თქმითვე, საქართველოს მთავრობამ ფოკუსირება ექსპორტისა და ტურისტების ნაკადის ზრდაზე უნდა მოახდინოს. მისივე შეფასებით, ლაურის გაუფასურება ძირითადად საგარეო ფაქტორებითაა გამოწვეული.

„არამგონია, რომ საჭირო იყოს დამნაშავე ადამინის ძებნა მთავრობაში. რაც უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, ესაა თუ როგორ უნდა გაიზარდოს ექსპორტი, რომ მეტი უცხოური ვალუტის მობილიზება მოხდეს. როგორ უნდა მოიზიდოს მეტი  ტურისტი, რომ ქვეყანაში ვიზიტორების ნაკადი გაიზარდოს. ლარის დევალვაცია და შექმნილი ეკონომიური მდგომარეობა ძირითადად საგარეო ფაქტორებითაა გამოწვეული. ერთ-ერთი მიზეზი მსოფლიოში აშშ დოლარის გამყარებაა, მეორე კი საქართველოს მთავარი პარტნიორი სავაჭრო ქვეყნების ვალუტების გაუფასურება“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

რაც შეეხება საფინანსო ინსტიტუტის მიერ საქართველოსათვის ფინანსური რესურსების გამოყოფას, EBRD-ის რეგიონული დირექტორი აცხადებს, რომ წელს სავარაუდოდ 200 მილიონი ევრო გამოიყოფა.

„საქართველოში ინფრასტრუქტურის დარგში ინვესტიციების განხორციელება ბევრი მიმართულებითაა საჭირო - მუნიციპალური სერვისები, წყალი, გზა, საჭიროება ძალიან დიდია. ეს პროცესი წლების განმავლობაში უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა ყველაფერი ქვეყნის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ფინანსურ ინსტიტუტს შეუძლია დააფინანსოს ეს საჭიროებები, თუმცა შემდეგ საქართველომ ეს ყველაფერი უნდა დაფაროს. ჩვენ შარშან საქართველოში ინვესტიცია გავაორმაგეთ. მთლიანობაში 2.6 მილიარდი ევროს რესურსის აქვს EBRD-ს საქართველოსათვის გამოყოფილი. გასულ წელს 200 მილიონზე მეტი იყო. წელსაც სავარაუდოდ 200 მილიონი იქნება. ეს დიდი თანხაა საქართველოსათვის და EBRD-სთვისაც. თუმცა არასოდესაა საკმარისი საჭიროებებისთვის“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics