16:42 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 18:04:11, 468 ნახვა

საზოგადოება
გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“ დღეს 100-მდე სკოლის მოსწავლემ დაათვალიერა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“ მიმდინარეობს.

ექსპოზიციას დღეს 100-მდე მოსწავლე ესტუმრა. 64-ე საჯარო სკოლის მე-5 და მე-8 კლასების, საერო სკოლა „სადუნის“ მე-9 კლასის, 172-ე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა გამოფენაზე წარმოდგენილი ასომთავრულად, ნუსხურად და მხედრულად შესრულებული ქართული დამწერლობის ნიმუშები - ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების ორიგინალები და ფოტოასლები დაათვალიერეს.

გამოფენამ საზოგადოების, განსაკუთრებით კი მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ექსპოზიციას პერმანენტულად თბილისის სხვადასხვა სკოლა სტუმრობს.

ღონისძიება „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურისათვის ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსის მინიჭებას“ ეძღვნება და მისი მიზანი ქართული დამწერლობის უნიკალური ნიმუშების საზოგადოებისათვის წარდგენაა.

გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება აქვს, იხილოს როგორც ქართველ მეფეთა და კათალიკოს-პატრიარქთა მიერ გაცემული საბუთები, ისე პალიმფსესტური ფურცლებისა და მინიატურების შემცველი უძვირფასესი ხელნაწერები. მათ შორისაა: ანბანდიდი სახარება (IX საუკუნე), XII-XIII საუკუნეების მინიატურილი სახარება, ასევე, მინიატურული ლოცვანი, ჰიმნოგრაფიული კრებული, პალიმფსესტური სახარება, მარხვანი და სამოციქულო, გიორგი ერისთავის „გაყრა“ (XIX საუკუნე), დავით თუმანიშვილის საისტორიო კრებული (XIX საუკუნე); მეფეების: გიორგი მეორის, დავით IV აღმაშენებლის, თამარის, ლაშა-გიორგის   სიგელები; არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის, კათოლიკოს ანტონ პირველის საბუთები და სხვა.

ეროვნულ არქივში გამოფენა 8 მაისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics