12:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 15:05:24, 1050 ნახვა

რეგიონი
ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან საზოგადოების ერთი ჯგუფის აქცია დასრულდა

სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან საზოგადოების ერთი ჯგუფის აქცია დასრულდა.

აქციაზე ოპოზიციური პარტიების, მედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.

აქციის დასასრულს, ე.წ. საზღვრის ახალი მანიშნებლიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, მათ ერთიანობის სიმბოლოდ ჯაჭვი შეკრეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

ადგილზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

ცნობისთვის, დღეს ბერშუეთში, 20:00 საათზე კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი:

„14 ივლისს, 8 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც აღმაშენებლის გამზირზე “ქართველთა მარში” გაიმართება, ჩვენ გვსურს დავდგეთ ყოველდღიურად მცოცავ საოკუპაციო ხაზთან!

გვსურს, ჩვენ თანამოქალაქეებს და უცხოელ გულშემატკივრებს ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენი უმთავრესი პრობლემა ოკუპაციაა. ჩვენი სახელმწიფოს მთლიანობის მტერი, ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე მეტრში მდგომი რუსის ჯარია და არა საქართველოში კანონიერად მცხოვრები უცხოელები.

ეს აქცია ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების პოზიციაა. ჩვენ გვსურს ხმაურიანი განცხადებების გარეშე დავდგეთ საოკუპაციო ხაზთან და დავანახოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვაღელვებს მცოცავი ოკუპაცია.

გთხოვთ, პარასკევს, 14 ივლისს, სამსახურის შემდეგ, მეგობრებთან ერთად შემოუერთდეთ საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილ მდუმარე აქციას და დააფიქსიროთ თქვენი სამოქალაქო პოზიცია!“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics