15:45 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 10:36:28, 577 ნახვა

სამართალი
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღება შესაძლოა, ცალკე დასჯადი გახდეს

ნარკოტიკული საშუალებების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოატიური ნივთიერებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა და გადაზიდვა მათი უკანონო გასაღებისგან გაიმიჯნება. 

ცვლილებას „სისხლის სამართლის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც პალამენტშია უკვე ინიცირებული.
შესაბამისად, პროექტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნაზე სასჯელის ზედა ზღვარი შემცირდება და 11 წლის ნაცვლად, 6 წლით თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრება. 

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა  კვლავ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. 

თუ ეს ქმედებები,  ჩადენილი იქნება:  დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის, ან განმეორებით, დამნაშავე ნაცვლად შვიდიდან თოთხმეტ წლამდე, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე. 

ხოლო, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თერთმეტ წლამდე. 

ამ ნივთიერებების დიდი რაოდენობით გასაღების შემთხვევაში, ან თუ ეს ქმედება ჩადენილი იქნება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის, ან მის მიერ, ვისაც მსგავსი ქმედებები წინათ აქვს  ჩადენილი, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე. 

ამასთან, კანონპროექტის თანახმად,  ნარკოტიკული საშუალებების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოატიური ნივთიერებების განსაკუთრებული დიდი ოდენობით დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღების შემთხვევაში, ან თუ დანაშაული ჩადენილი იქნება ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ამ შემთხვევაში, ნარკოტიკული და მისი მსგავსი ნივთიერებების უკანონო გასაღების და უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნის გამოჯვნა აღარ მოხდა. რადგან, როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული,  „განსაკუთრებით დიდი ოდენობა“ ის ოდენობაა, რომელიც საკმარისზე მეტია მოხმარებისთვის, ხოლო საკმარისი ოდენობაა მისი უკანონო გასაღებისთვის. 

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics