17:27 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 18:07:38, 619 ნახვა

საზოგადოება
სამთავრობო კომისია არასამთავრებო ორგანიზაციებს ქედაში ეკომიგრანტი ოჯახების შესწავლის პროცესში მონაწილეობას სთავაზობს

ქედის მუნიციპალიტეტის ყოფილი პოლიკლინიკის რეაბილიტირებულ შენობაში ეკომიგრანტი ოჯახების შესახლების მიზნით, ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ“ სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაო ჯგუფს დაევალა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილ ბენეფიციართა სოციალურ - სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, წინადადებებისა და დასკვნითი შეფასებების წარმოდგენა სამთავრობო კომისიაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

„სამუშაო ჯგუფის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მოწვეულ იქნებიან დაინტერესებული არასამთავრებო ორგანიზაციები.  სურვილის შემთხვევაში 23 აპრილამდე მოგვმართეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტს. მის: ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქ. N119, ტელ: 0422 2479 60“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics