2015-04-11 14:55:32, 531 ნახვა
სამართალი
შალვა აბულაძე პატიმრობაში რჩება
ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე პატიმრობაში რჩება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
მოსამართლემ ქალაქის პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის დადასტურებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.
ამასთან, როგორც პროცესზე აბულაძის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება, რაც თავად ბრალდებულმაც გაიზიარა.
აბულაძის საქმეზე, რომელშიც ორი პოლიციელის მკვლელობის ეპიზოდია გაერთიანებული, წინასასამართლო სხდომა 22 მაისს გაიმართება.
შალვა აბულაძეს ორი პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან