2015-04-10 12:38:58, 464 ნახვა
სამართალი
ტელეკომპანია "ბორჯომი" შალვა აბულაძის დაკავების სპეცოპერაციის კადრების ნაწილს ავრცელებს -ვიდეო
ტელეკომპანია "ბორჯომი" პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილის შალვა აბულაძის დაკავების სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს. არსებული ცნობით, შალვა აბულაძის დაკავების ოპერაცია დღეს დილით ბორჯომში ჩატარდა.
ვრცელდება ინფრომაცია, რომ შალვა აბულაძე ბორჯომში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. "ექსპრესნიუსი" ინფორმაციის გადამოწმებას ამ დრომდე სცდილობს, თუმცა მთავარ პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, შალვა აბულაძესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ბრიფინგი 13:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან