00:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 15:28:10, 350 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: ჯანელიძე ალასანიას მინისტრობის პერიოდში დაწყებულ საქმეებზე საუბრობს

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ზურაბ აბაშიძის განაცხადებით, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში დაწყებულ საქმეებზე საუბრობს. 

„რაც მოვისმინე, სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ დაახლოებით მე-6 თვეა, რაც მინდია ჯანელიძე არის თავდაცვის მინისტრი და ამ ხნის განმავლობაში მისგან რამე სიახლე ჩვენ ვერ მოვისმინეთ. რაზეც ის საუბრობს ის არის ალასანიას მინისტრობის პერიოდში დაწყებულ საქმეები და მის გუნდთან ერთად მიღწეული წარმატებები. ცდილობს, რომ მან ეს ყველაფერი თავისთავზე მიიწეროს“, - აღნიშნა აბაშიძემ. 

მისივე თქმით, მისი პარტიის წევრებს მინისტრთან კითხვები საჰაერო თავდაცვასთნ დაკავშირებით აქვთ. 

„კითხვები მასთან ძალიან ბევრია, იგივე საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით. რომელზეც მინისტრი საუბრობს, რომ ეს საკითხი არ დახურულა, რას ნიშნავს არ დახურულა? როდის მოხდება კონკრეტულად ამის უზრუნველყოფა? ის მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა ირაკლი ალასანიას დროს, რა შედეგებია, სად ვართ, როგორ ვართ სრულიად გაუგებარია“, - განცხადა აბაშიძემ. 

ცნობისთვის, პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც, მინდია ჯანელიძე ანგარიშს წარადგენს. სხდომა ამ დროისთვის კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, შეხვედრა ნდობის ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics