12:43 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-07 16:48:42, 371 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: დღეს ისეთი დიდი დღესასწაულია, რომ ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს თავისთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ,  ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით მღვდელმთავრებთან ერთად საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა და მათ კეთილი საქმის კეთებისკენ მოუწოდა.

"დღეს ისეთი დიდი დღესასწაულია, რომ ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს თავისთვის. კიდევ ერთხელ თაყვანსა ვცემთ ყოვლაწმინდა ღვთისმშობელ დედას და წმინდა მთავარანგელოზ გაბრილეს და შევთხოვთ მათ, რომ ახარონ ასაქართველოს მთლიანობა, ახაროს საქართველოს  მშვიდობა და კეთილდღეობა. რაღაც სიკეთე უნდა გავაკეთოთ დღეს ყველამ ჩვენგანმა დ აი ის სიხარული, რასაც შენ მოუტან მოყვასა, ასმაგათ დაგიბრუნდება", - ბრძანა პატრიარქმა.

ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია. სახარების (ლუკა 1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზს უხარებია მარიამ ღვთისმშობლისათვის, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა.

ქრისტოლოგიაში ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად და სხვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics