|
2015-04-07 12:31:31, 411 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, პოლიციელის სოციალური დაცვის გარანტია 100 000 ლარი გახდეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიციელის სოციალური დაცვის გარანტიების სამხედრო მოსამსახურესთან გათანაბრებას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის ოფისში ბრიფინგი პავლე კუბლაშვილმა გამართა. „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით, პოლიციელის სოციალური დაცვის გარანტიამ 100 000 ლარი უნდა შეადგინოს. „კრიმინალის წინააღმდეგ არის ისეთივე ბრძოლა ქართული სახელმწიფოსთვის, როგორც არის ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ამიტომ პოლიციელის სოციალური დაცვის გარანტია უნდა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულთა შემთხვევაში. ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით, გავათანაბროთ ეს სოციალური დაცვის გარანტია და გახდეს ის 100 ათასი ლარი“, - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)