02:56 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-01 13:12:17, 1561 ნახვა

საზოგადოება რეგიონი
აფხაზეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს რუსული სამედიცინო დაზღვევა ექნებათ

ოკუპირებული აფხაზეთი და რუსეთი აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის შეთანხმებას გააფორმებს, - ამის შესახებ Apsny-press იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, რუსული კომპანიები, Росгосстрах-ი და АльфаСтрахование, 14 წლამდე ბავშვების გარდა, 189 000 ადამიანს მოემსახურებიან. 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი ანზორ გოოვი იმედს გამოთქვამს, რომ ეს შეთანხმება იმ პაციენტთა რიცხვს შეამცირებს, რომლებიც სამკურნალოდ საქართველოში მიდიან.

მისივე ინფორმაციით, შეთანხმება რუსეთს ფედერაციაშია გადაგზავნილი და უახლოეს 10-14 დღეში მას ხელი მოეწერება. მისი ხელმოწერა სოხუმშია დაგეგმილი. 

ამასთან, როგორც ე.წ მინისტრი აცხადებს, დაზღვევის გაცემა მოხდება გაგრაში, გუდაუთაში გაცემის 2 პუნქტი იქნება, სოხუმში, ოჩამჩირეში და ტყვარჩელში. 

"ახალი სამედიცინო პოლისი საზღვარს ჩაკეტავს, რადგან პაციენტები ადგილზე ან რუსეთის ნებისმიერ კლინიკაში იმკურნალებენ", - განაცხადა ანზორ გოოვმა.

არსებული ინფორმაციით, 2016 წელს თბილისში 500-ზე მეტი აფხაზი პაციენტი ჩამოვიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics