23:27 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 18:21:53, 671 ნახვა

რეგიონი
აჭარის სკოლებში მოსწავლეთა სამედიცინო გამოკვლევები იწყება

17 მარტს, 10:30 საათზე, სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში  აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის  ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც აჭარის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ერთერთი ღონისძიების - ,,ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში”  განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში ბათუმის N1 პოლიკლინიკა განახორციელებს ზოგადასაგანმანათლებლო  დაწესებულებების  პირველი-მერვე კლასის  მოსწავლეთა სამედიცინო - პროფილაქტიკურ შემოწმებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ   ერთეულში.

მემორანდუმის თანახმად ჩატარდება:

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგისა და ორთოპედის კონსულტაციას მიიღებენ ქალაქ ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევის, ხულოს  კერძო და საშუალო სკოლების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეები.

პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში (მთელი წლის განმავლობაში) განხორციელდება რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია,  აუდიომეტრია და სხვა.

 დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩატარდება სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია.

ჩატარდება მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი/ინტერპრეტაცია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იღებს ვალდებულებას მისი ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები) მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობას და ორაგნიზება გაუწიოს სკოლის მოსწავლეთა მობილიზაციას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები) ინფორმაციით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პირველი-მერვე კლასის ჩათვლით სწავლობს 35 558 მოსწავლე.

2016 წელს მომსახურებით 32 681-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics