2017-03-12 19:45:28, 1691 ნახვა
საზოგადოება სხვადასხვა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა.
თამაში 28:14 საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა.
ქართველმა მორაგბეებმა პირველი ლელოს დადება თამაშის დაწყებიდან მეოთხე წუთზე მოახერხეს, ხოლო მეორე ლელო ”ბორჯღალოსნებმა" 26-ე წუთზე დადეს.
რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩი ”დინამო არენაზე” გაიმართა.
ცნობისთვის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს რუსეთის ნაკრებთან ამ დროისთვის სულ 20-ჯერ უთამაშია. 18 მატჩში ქართველმა მორაგბეებმა მოიგეს, ერთი ფრედ დასრულდა, ხოლო 1993 წელს ერთი გამარჯვება რუსეთის ნაკრებმა მოიპოვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან