00:06 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 16:19:58, 337 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანმა დაბა კაზრეთში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მოინახულა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაბა კაზრეთში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მოინახულა.

მინისტრი ადგილზე გაეცნო პროცესის მიმდინარეობას და იქ დასაქმებულ პერსონალს გაესაუბრა.  

„დაბა კაზრეთში ჩვენ ვაშენებთ მორიგ საზოგადოებრივ ცენტრს, რომელიც მაისში უნდა დასრულდეს, და ეს ემსახურება იმავე მიზანს, რასაც საზოგადოებრივი ცენტრები სხვა რაიონებში, მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ემსახურება − რომ იუსტიციის სახლში არსებული საჯარო და კერძო სერვისები არ იყოს მხოლოდ ქალაქის ფუფუნება და იმ რაიონში, სადაც ბევრი კორპუსია, ცხოვრობენ  ბავშვები, ახალგაზრდა თაობა და პენსიონერები, 200-ზე მეტი სერვისი იყოს ხელმისაწვდომი − ბანკი იქნება ეს, პასპორტი, პირადობის მოწმობა თუ სხვა სერვისი“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრთან ერთად, დაბა კაზრეთში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი შიო ხეცურიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრი რიგით  21-ე ცენტრი იქნება. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია კაჭრეთის, ყვარელწყლის/დუისის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ხევის, მანგლისის, კოდას, შორაპნის, ნიგოეთის, ჭალადიდის, ჯვრის, ფოკას, ხიდისთავის, ნუკრიანისა და კორბოულის მოსახლეობას. თეა წულუკიანის თქმით, კაზრეთის შემდეგ საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ შილდაში გაიხსნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics