19:51 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 13:23:56, 1977 ნახვა

კომენტარი
ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ფარულ ჩანაწერში ირაკლი მამალაძის გარდა 3 ადამიანი მონაწილეობს

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, ერთ-ერთი მოწმის ირმა ჭკადუას განცხადებით, ფარულ ჩანაწერში, რომელიც პროკურატურას აქვს ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის გარდა 3 პირი მონაწილეობს.

"რაც მე ვნახე, იქ არის მძიმე საუბრები, შინაარსზე ვერაფერს გეტყვით. ასევე ვერაფერს დავადასტურებ ავთენტურობასთან დაკავშირებით.  თუ კი გასაჯაროვდება ჩანაწერები, მერწმუნეთ კითხვები აღარ იქნება."-ამბობს ადვოკატი.

როგორც ჭკადუამ აღნიშნა, ჩანაწერში მონაწილე კიდევ 3 პირიდან ჟურნალისტი არავინაა, თუმცა არიან თუ არა ისინი სასულიერო პირები, ამაზე საუბრისგან ადვოკატი თავს იკავებს.

ცნობისთვის, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე  მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებების გასაჯაროებას ითხოვს. მამალაძე ამბობს,  რომ მასალებში საუბარია პატრიარქის ან მისი გარემოცვის წევრის მკვლელობაზე. ხოლო, კონკრეტულად ვის ეხებოდა ეს გეგმა, მამალაძის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics