16:58 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 19:00:32, 2182 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მეუფე იაკობი: ვიღაც რაღაცას თუ აკეთებდა, მარტო ვერ გააკეთებდა

მეუფე იაკობი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე საუბრისგან თავს იკავებს.

"სანამ გამოძიება მიმდინარეობს, რამის თქმა არ მინდა. ვიღაც რაღაცას თუ აკეთებდა, მარტო ვერ გააკეთებდა. პატრიარქის დაცვა გაძლიერდა, იცავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური", - აღნიშნა იაკობი.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

უწყების ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე, გერმანიაში გამგზავრებას გეგმავდა, სადაც პატრიარქს ოპერაცია უტარდებოდა. აეროპორტში დაკავებისას, მას "ნატრიუმის ციანიდი" აღმოუჩინეს. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ზუგდიდში შეხვედრა გაიმართება (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics