13:16 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 14:39:49, 2215 ნახვა

სამართალი კომენტარი
შოთაძე: დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ამის შესახებ შოთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

„გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და  თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა შოთაძემ.

ცნობისთვის, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics