17:51 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 16:35:40, 887 ნახვა

სამხედრო
გუდაურში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა.

კურსის დასრულების ცერემონაილი გუდაურში გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსდამთავრებულ სამხედროებს სწავლების დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და ლიტვის სამხედრო ატაშემ საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკმა ვიტაუტას რაკაუსკასმა მიულოცეს. დღესვე კურსდამთავრებულებმა სწავლების დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები მიიღეს.

სამთო კურსი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე მსმენელები ორფოლოს პოლიგონზე მაღალ მთაში საშტატო იარაღიდან სროლის სავარჯიშოები გაიარეს. ქართველ, ლატვიელ და სომეხ სამხედროებთან ერთად სამთო სროლებში მონაწილეობა ფრანგმა კადეტებმაც მიიღეს, რომლებიც ერთთვიანი გაცვლითი პროგრამით დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში რუსულ და ინგლისურ ენებს სწავლობენ.

მეორე ეტაპზე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები გუდაურში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს სამთო უნარ-ჩვევების დახვეწაში დაეხმარნენ, რომელიც მათ გასულ წელს საბაზისო სამთო კურსის ფარგლებში შეასწავლეს. კურსში 10 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, მათ შორის 2 ქართველი, 7 ლიტველი და 1 სომეხი.

ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოვლენილმა სამხედროებმა თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა შეისწავლეს. კურსის ფარგლებში მსმენელები დაეუფლნენ გაუკვალავ თოვლში სრიალის, თოკში ჩაბმული სრიალის, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის, გადარჩენისა და ევაკუციის ტექნიკას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics