09:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 14:46:43, 349 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: 31 მარტის რეფერენდუმი თავის მნიშვნელობას დღესაც ინარჩუნებს

"31 მარტის რეფერენდუმი დღესაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას  - ეს არის საქართველოს ხალხის ურყევი ნება და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საძირკველი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

"1991 წლის 31 მარტი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. 24 წლის წინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად საქართველოს მოსახლეობამ სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით, სამართლებრივად დაადასტურა, რომ აირჩია ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გზა.

რეფერენდუმი იყო თამამი ნაბიჯი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაკენ, რომელიც  გადადგა ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა. 31 მარტის რეფერენდუმი დღესაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას  - ეს არის საქართველოს ხალხის ურყევი ნება და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საძირკველი.

ეს დღე უკავშირდება საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, რომლის ხელმძღვანელობით ქართველი ერი მტკიცედ დაადგა დამოუკიდებლობის გზას. 31 მარტი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ზვიად გამსახურდიას  დაბადების დღეც არის.

დღეს ჩვენ თავისუფალ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და  სამართლიანად ვიბრძვით ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად. მჯერა, ეს ბრძოლა წარმატებით დასრულდება", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics