08:30 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 13:43:45, 2032 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
რომან გოცირიძე: პარლამენტში ვეტოს დაძლევის პროცედურა უნდა გართულდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტოს მართებულად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ვეტოს დაძლევის პროცედურა უნდა გართულდეს.

ამის შესახებ გოცირიძემ ჟურნალისტებს ვეტოს საკითხზე პრეზიდენტის სასახლეში საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

"დღეს ვეტოს დაძლევა ელემენტარულია და ამაზეც ვისაუბრეთ, რომ ვეტოს ჰქონდეს თუნდაც პროცედურული წონა, რომ მისი დაძლევა არ იყოს მარტივი და მოხდეს გარკვეული ცვლილებები, რათა ვეტოს უფრო მეტი სამართლებრივი და პოლიტიკური ფუნქცია ჰქონდეს. მე არ ვიტყვი, რომ ვეტომ აზრი დაკარგა, მაგრამ დღეს ვეტოს დაძლევა ძალიან მარტივია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე შეფასებით, როცა პრეზიდენტი ამა თუ იმ საკითხზე ვეტოს ამზადებს, წინასწარი კონსულტაციები უნდა გამართოს ოპოზიციასთანაც:

"აღიარა, რომ ჰქონდა კონტაქტი არასამთავრობო სექტორთან და კარგი იქნებოდა, რომ ოპოზიციაც ყოფილიყო ამ პროცესში ჩართული", - აღნიშნა გოცირიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics