01:55 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 13:19:36, 1602 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ნარმანია: ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი გამოეყოფათ

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი გამოეყოფათ.

როგორც ნარმანიამ დედაქალაქის მერიაში მიმდინარე საკოორდინაციო შეხვედრაზე განაცხადა, კომუნიკაცია შედგა ბაზრობების ადმინისტრაციასთან და ფართების გამოყოფასთან დაკავშირებით ინიციატივა სწორედ მათ გამოთქვეს.

„ალტერნატიული ფართი გამოეყოფათ, ისინი სამიდან 6 თვემდე, შეღავათიან რეჟიმში, პრაქტიკულად ქირის გარეშე შეძლებენ მუშაობას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ცნობისთვის თბილისის მერიაში „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში გაჩენილი ხანძრის საკითხზე საკოორდინაციო თათბირი მიმდინარეობს. თათბირს თბილისის მერი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს. შეხვედრას ესწრებიან: საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, შსს-ს წარმომადგენლები და სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციის წევრები. 

შეგახსენებთ, ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ გუშინ ღამის 3 საათზე გაჩნდა. 10 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics