22:06 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 13:27:21, 1665 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ სტრასბურგში მოსამართლე სათანადო პროცესის საფუძველზე აირჩიონ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატების სიის საქართველოსთვის უკან დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, საქართველო სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი იყოს. ამიტომ, კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტი თავისი ფუნქციების შესაბამისად, ყველაფერს გააკეთებს, რათა სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლე სათანადო პროცესის საფუძველზე აირჩიონ.

„პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, რათა შესაბამისი შედეგი დაიდოს“, - განაცხადა  ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 2016 წლის 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატთან: ევა გოცირიძესთან, ალექსანდრე ბარამიძესთან, გიორგი ბადაშვილთან გასაუბრებები გაიმართა, შემდეგ კი, კენჭისყრა 2017 წლის იანვრისთვის გადაიდო.

24 იანვარს  გამართულ კენჭისყრაზე  კი სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატურები ჩავარდა. კანდიდატურების წინააღმდეგ ხმა 5-მა მისცა, 1 მომხრე იყო, 2-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics