12:01 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-03 09:59:43, 643 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის ინიციატივით, უსინათლოთა საზოგადოების 300-მდე წევრს საახალწლო ნობათი დაურიგდა

აჭარის მთავრობის ინიციატივით, 31 დეკემბერს  უსინათლოთა საზოგადოების 300-მდე წევრს საახალწლო ნობათი დაურიგდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საახალწლო საჩუქრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ სოფიო ბაკურიძემ და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ დაარიგეს.

საქველმოქმედო აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ. სოფიო ბაკურიძემ და რამაზ ჯინჭარაძემ შეკრებილ საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს . "ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღების გამოჩენა ამ ადამიანების მიმართ, მითუმეტეს წინასაახალწლო დღეებში, როცა ყოველ ოჯახს დამატებით უამრავი საჭიროება უჩნდება. მინდა მშვიდობით და სიკეთით სავსე წელი ვუსურვო ყველა მათგანს",-განაცხადა განაცხადა ჯინჭარაძემ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics