|
2016-12-26 15:12:51, 1921 ნახვა
სამართალი საზოგადოება კომენტარი
გიორგი გასვიანი: მთავარი პროკურორისგან მივიღე პირობა, რომ დამნაშავეს ხელს არ დააფარებს
ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტ გიორგი გასვიანის განცხადებით, გენერალურ პროკურორთან შეხვედრაზე საქმის მასალებთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი მიიღო, - ამის შესახებ გიორგი გასვიანმა პროკურორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გასვიანის თქმით, ირაკლი შოთაძე მის მოადგილესთან და საოლქო პროკურორთან ერთად შეხვდა. „დეტალებზე ვისაუბრეთ, შეკითხვები რაც მე მქონდა საქმესთან დაკავშირებით, დამნაშავეებთან დაკავშირებით, როგორ წარიმართა საქმე, კითხვებზე მივიღე პასუხები. ირაკლი შოთაძესაც გაუჩნდა კითხვები საოლქო პროკურორთან, მითხრეს, რომ საქმის გაჭიანურება არ ხდება. ასევე მივიღე პირობა, რომ ხელს არავის დააფარებენ“, - განაცხადა გასვიანმა. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, დამნაშავის დაკავება ამ ეტაპზე არ ხდება, თუმცა ის არის განიარაღებული და თანამშრომლობს გამოძიებასთან. „მე ასევე ვკითხე შოთაძეს პირადი ცხოვრების კადრებზე, ადამიანები რომლებიც დაკავებულები იყვნენ ამ საქმეზე და სასამართლომ 9 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ გამოუშვა საპატიმროდან. შოთაძემ მითხრა, რომ ისინი არიან ბრალდებულები, მთავარმა პროკურორმა მითხრა, რომ საქმის გაწელვა სასამართლოს მხრიდანაც ხდება და პროკურატურასაც არ აქვს ბერკეტი, რომ პროცესი დააჩქაროს. მითხრეს,, რომ საქმე გაიწელა, თუმცა ძიებაშია და იმისკენ მიდის, რომ გამოვლინდებიან დამნაშავეები. კონკრეტულად გელა ღურწკაია ჩემთან ეთერში ამბობდა, რომ მას გადასცა კადრები ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ და შემდეგ მიიტანეს ეს ელისო კილაძესთან, მივიღე აქაც პასუხი, რომ ესე ერთგვარი მტკიცებულებაა, მოკლედ საერთო ჯამში ნაყოფიერი შეხვედრა იყო”, - განაცხადა გასვიანმა. შეგახსენებთ, ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით გულისხმობს.
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)