|
2016-12-16 14:19:52, 2512 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
კობა გვენეტაძე: როგორც ყველგან, საქართველოშიც მაკროეკონომიკური შოკები გარდაუვალია
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც მაკროეკონომიკური შოკები გარდაუვალია, რის გამოც, ინფლაციის ფაქტრობრივი მაჩვენებელი შესაძლებელია მიზნობრივი მაჩვენებლისგან განსხვავდებოდეს. „თუ რამდენად დიდი და ხანგრძილივი იქნება ეს გადახრა, დამოკიდებულია შოკის სიძლიერეზე და ხასიათზე. ეგზოგენურ შოკებზე რეაგირება ეკონომიკის მაღალ მერყეობას იწვევს და შესაბამისად მაღალია საზოგადოებრივი დანახარჯი, როგორ წესი ცენტრალური ბანკები არ რეაგირებენ დროებითი ხასიათის შოკებზე, ეს კი ნიშნავს, რომ მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრა იმ დაშვებით, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლი მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში შესაძლოა არაპროგნოზირებადი შოკების კატეგორიას განეკუთვნება: გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან იმფლაციის იმპორტი და სხვა. რისკები მიმართულია როგორც ფასების ზრდის, ისე შემცირებისაკენ“,-განაცხადა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)