|
2015-03-24 16:41:50, 415 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება უმნიშვნელოვანესია
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, კვალიფიკაციის ამაღლება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობის მიერ დასახული მიზნების მიღწევისთვის, აუცილებელია ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება, რაც მისივე განმარტებით, სამუშაო ძალის განვითარებასა და უმუშევრობის დაძლევას გულისხმობს. „იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, უმნიშვნელოვანესია ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში, რაც, პირველ რიგში, სამუშაო ძალის განვითარებასა და უმუშევრობის დაძლევას გულისხმობს. კვალიფიკაციის ამაღლება ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. უკვე ხორციელდება პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების პროგრამა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა, რაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების შესაბამისი გარემოთი უზრუნველყოფას გულისხმობს. „მთავრობა ზრუნავს მასწავლებელთა მოტივაციისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე და სთავაზობს მათ ახალ სისტემას, რომლის ფარგლებშიც მოხდება მასწავლებლის პროფესიული განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა. მთავრობა მხარს უჭერს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიური პროფესიების განვითარებას. იმედი გვაქვს, რომ განათლების სისტემის აქტიური ნაბიჯები ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის მიმართულებით გააუმჯობესებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხს და ახალგაზრდობას პროფესიული რეალიზაციის ახალ პერსპექტივებს გაუჩენს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს საქართველოს მთავრობის მიზანია, აგრეთვე, არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის ისეთი სერვისების მიწოდება, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც საგანმანათლებლო პროცესის ეფექტიანობის ამაღლებას, ასევე მათ უფრო აქტიურ ჩართულობას საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)