14:15 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 14:48:43, 660 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ არქივში ოლივერ რაისნერის საჯარო ლექცია გაიმართება

26 მარტს, 18:00 საათზე იუსტიციიის სამინისტროს  ეროვნულ არქივში ოლივერ რაისნერის საჯარო ლექცია  - "მოგზაურობა ორ სამყაროს შორის - თერგდალეულები, პიროვნული კონფლიქტი და ეროვნული ცხოვრება" ჩატარდება.

ლექცია შეეხება თერგდალეულთა მსოფლმხედველობის ცვლილებას მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრთა საქმიანობის ანალიზის მიხედვით. განხილული იქნება ეპოქის კულტურული მდგომარეობა, ცვლილებები მცირე სოციალურ ჯგუფში, რომელმაც ზემოქმედება მოახდინა ფეოდალურ საზოგადოებაზე ფუნდამენტური სოციალური ძვრების მისაღწევად.

ცნობისთვის, ოლივერ რაისნერი არის საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების მენეჯერი, ამასთან, აქვს ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება. როგორც ისტორიკოსი, ის რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს საქართველოს ისტორიასა და ეროვნულ იდენტობაზე. ოლივერ რაისნერმა შეიმუშავა სამაგისტრო პროგრამა „ცენტრალური აზია/ კავკასია“ ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიის კვლევების ფაკულტეტზე. უძღვება სალექციო კურსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics