|
2016-11-30 18:09:39, 1294 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვიზალიბერალიზაციას მოუთმენლად ელოდება
ევროკავშირის უზარმაზარი მხარდაჭერის შედეგად, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში, რომელიც 2017-2020 წლებს მოიცავს, კანონის უზენაესობის გაძლიერება და ინსტიტუციური სტანდარტების გაუმჯობესება, მათი ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოების მიზნით, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. „ეს ძირითადი ღირებულებები უდევს საფუძვლად საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ, ძალიან ამბიციურ პარტნიორობას - სწორედ ამ მიზანს ვიცავთ და ვემსახურებით. ევროპარლამენტის შემდგომი ჩართულობა ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია რეფორმების წახალისებისთვის. ამ თვალსაზრისით, მინდა გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მოუთმენლად ელოდება საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, როგორც წარმოუდგენლად დიდი ტრანსფორმაციისა და წახალისების ეფექტის მქონე მოვლენას. ის საშუალებას მოგვცემს უფრო მოტივირებულად განვაგრძოთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის იმპლემენტაცია”,- აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შიდა პროცესები ბრიუსელში სასურველ შედეგს მალე მოიტანს და ქართველი მოსახლეობის მოლოდინი გამართლდება და მოქალაქეებისათვის ხელშესახები ბენეფიტი იქნება. "ევროპარლამენტის აქტიურმა ჩართულობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი მოტივაცია და იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპარლამენტი კვლავ განაგრძობს ჩვენს მხარდაჭერას და გადაწყვეტილების მიღების პროცესი მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება. უსაფრთხოება ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ჩვენ ვაფასებთ ევროპარლამენტის ხმამაღალ და გამბედავ განცხადებებს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ამით გამოწვეული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ირგვლივ", - განაცხადა კვირიკაშვილმა. საქართველოს პრემიერმა მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს საქართველოს ევროპული სულისკვეთების მხარდაჭერისთვის. "დასკვნის სახით, მინდა, ევროპარლამენტს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ევროპული სულისკვეთების მხარდაჭერისთვის და ჩემი მადლიერება გამოვხატო პრეზიდენტ შულცის მიმართ საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობაში შეტანილი პირადი წვლილისთვის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)