23:11 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 16:30:18, 1243 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კალაძე: ტარიფების ზრდა რომ თავიდან ავიცილოთ, მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ადგილობრივი რესურსების ათვისება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის კახი კალაძის განცხადებით, 2020 წლის ბოლომდე დამატებით 200 000 ოჯახი  ბუნებრივ აირს მიიღებს.

მისივე თქმით,  ახალი  სოფლების გაზიფიცირების პროექტი განხორციელდება:

„ დაახლოებით 20 მილიონია ჩადებული ბიუჯეტში მომავალი წლისთვის, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ და მივიღებთ თქვენთან ერთად  გადაწყვეტილებას, თუ რომელი რეგიონები იქნება პრიორიტეტად მიჩნეული“,-აღნიშნა კალაძემ საკომიტეტო მოსმენისას.

კალაძის განმარტებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებასა და  გაძლიერებას.

„ხელისუფლება უზრუნველყოფს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას, ადგილობრივი ენერგორესურსების რაციონალური ათვისების გზით. ჩვენ ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ. ბევრი საინტერესო მდინარეა საქართველოში, რომელსაც გააჩნია ენერგეტიკული პოტენციალი. სამწუხაროდ, დაახლოებით 20%-ია ამ რესურსების ათვისებული და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უახლოეს მომავალში საქართველო არ იყოს ენერგეტიკულად დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყანაზე, რადგან რაც უფრო მეტი ელექტროენერგია შემოგვაქვს მეზობელი ქვეყნებიდან, ეს ყველაფერი აისახება მოქალაქეების ჯიბეზე, რადგან გვიწევს ტარიფების გაზრდა და ეს რომ თავიდან ავიცილოთ, მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ადგილობრივი რესურსების ათვისება“,-განაცხადა კახი კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics