03:33 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 15:57:33, 1192 ნახვა

კომენტარი
ჯავახიშვილი: ვერ მივალთ იმ დრომდე, როცა არ დაგვჭირდება რომელიმე ადგილას ახალი შემადგენლობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, სავარაუდოდ, მომავალ საქმიანობას საჯარო სამსახურში გააგრძელებს. ჯავახიშვილი არ აკონკრეტებს, სად იმუშავებს, თუმცა ამბობს, რომ ამაზე განცხადებას პრემიერი გააკეთებს:

„თუ სად გავაგრძელებ მოღვაწეობას, ამას აუცილებლად გეტყვით ის თანამდებობის პირი, რომელსაც ხელეწიფება ჩემი სადმე დანიშვნა. ვერ მივალთ ჩვენ იმ დრომდე, როცა არ დაგვჭირდება რომელიმე ადგილას ახალი შემადგენლობა. ვფიქრობ, სწორად ვიმუშავეთ, ასევე აფასებს ამას პრემიერი. გაჩნდა რაღაც გარკვეული საჭიროება, რომლის შესახებაც უახლეოს მომავალში გაიგებთ“,-აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

კითხვაზე-გადაინაცვლებთ თუ არა აუდიტის სამსახურში ჯავახიშვილმა ასე უპასუხა:

„ვნახოთ, ყველაფერი შესაძლებელია“,-განაცხადა ჯავახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics