2015-03-21 15:43:24, 444 ნახვა
პოლიტიკა
ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა დაიწყო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეები ვარდების მოედნიდან მსვლელობით თავისუფლების მოედნისაკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეებს ნატო-ს, ევროკავშირის, უკრაინის და საქართველოს დროშები, ასევე ტრასპარანტები აქვთ გამოტანილი წარწერით - „გადადგეს უნიათო მთავრობა“.
მსვლელობაში ასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას. ისინი თავისუფლების მოედანზე აქციის დანარჩენ მონაწილეებს შეუერთდებიან. აქცია 16:00 საათისთვის არის დაგეგმილი.
როგორც „ექსპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, „ქვეყანაში უნიათო მთავრობის ბოგინი უნდა დამთავრდეს“.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან