03:08 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 19:16:33, 934 ნახვა

სხვადასხვა
სოფელ ჯიღაურაში სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე ყურძნისა და ხეხილის სხვადასხვა ჯიშის ნერგების რეალიზაცია ხორციელდება

სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ გაცნობებთ, რომ 2015 წლის 18 მარტიდან, ყოველდღე - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, სოფელ ჯიღაურაში არსებული სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე ხორციელდება ყურძნისა და ხეხილის სხვადასხვა ჯიშის ნერგების რეალიზაცია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შეიძინოს მისთვის სასურველი ჯიშის ნერგები ხელმისაწვდომ ფასად.

"ამასთან აღსანიშნავია, რომ პროდუქციის შეძენით დაინტერესებულ პირთა რაოდენობა საკმაოდ დიდია. მათი მხრიდან ადგილზე ხდება სასურველი ნერგების შერჩევა და შესყიდვა, რაც გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, რეალიზაციის პროცესის დაწყებიდანვე შეიქმნილია ე.წ. ცოცხალი რიგი",-ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ბოდიშს უხდის მომხმარებელს შექმნილი გარკვეული დისკომფორტისთვის და მუშაობს იმისთვის, რათა გაითვალისწინოს თითოეული მათგანის ინტერესი და მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics