00:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 09:56:10, 345 ნახვა

პოლიტიკა
დავით ნარმანია: არც ერთ მოხელეს, ვინც უკანონო ქმედების ჩადენას ბედავს, დანაშაული არ შერჩება

„დარწმუნებული ვარ, არც ერთ იმ მოხელეს, ვინც ბედავს უკანონო ქმედების ჩადენას, რა რანგისაც არ უნდა იყოს ის, დანაშაული არ შერჩება“, -ამის შესახებ თბილისის მერმა  დავით ნარმანიამ დედაქალაქის  მერიაში გუშინ საღამოს გამართულ მთავრობის საგანგებო თათბირზე განაცხადა. თათბირს საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები, გამგებლები და საქვეუწყებო სამახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. 

„დღეს გამოვლინდა დანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი. სამწუხაროდ, ადამიანები, როგორც ჩანს,  სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობენ ჭკუას და კვლავ უმძიმეს დანაშაულს სჩადიან. მე მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაშური ოპერატიულობისათვის, მის ანტიკორუფციულ  სააგენტოს, რომელმაც კიდევ ერთი დანაშაული გამოავლინა მერიის სისტემაში. დარწმუნებული ვარ, არც ერთ იმ მოხელეს, რომელიც ჩაიდენს მსგავს დანაშაულს, არ შერჩება, რა რანგისაც არ უნდა იყოს ის. მიუხედავად იმისა, რომ რეაგირება ოპერატიულია, შესაბამისი სამსახურების მხრიდან აუცილებელია, ჩვენ თვითონაც, მერიის სტრუქტურის შიგნით გავამკაცროთ კონტროლი და გავაძლიეროთ ანტიკორუფციული საქმიანობა. ამიტომაც მინდა დაგავალოთ თითოეულ თქვენთაგანს - ჩემს მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს, რაიონების გამგებლებს, დაქვემდებარებული შპს-ების და სხვა სამსახურის ხელმძღვანელებს, მაქსიმალურ კონტროლზე აიყვანოთ ყველა თანამშრომელი, მისცეთ მათ დღესვე შესაბამისი მითითებები, გაფრთხილებები და დღეის შემდეგ თუ ამ ტიპის დანაშაული განმეორდება, ვინც არ უნდა იყოს ის, ასეთ ფაქტზე უშუალო ხელმძღვანელი აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას. ამიტომაც, ძალიან აქტიურად უნდა დავიწყოთ მოქმედებები“, - მიმართა თბილისის მერმა მთავრობის წევრებს.

თბილისის მერმა საგანგებო თათბირი შსს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ვაკის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით მოიწვია.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics