17:54 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 18:32:05, 455 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია იმყოფება

საქართველოში ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სფეროში არსებული კიბერშესაძლებლობების შესწავლისა და განვითარებაში ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ესტონელ სტუმრებს, კიბერპოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის, მიჰკელ ტიკის ხელმძღვანელობით, საინფორმაციო ტექნოლოგიების საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, გიორგი ბეროშვილმა უმასპინძლა. მინისტრის მრჩეველმა მათ ვიზიტისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით სფეროში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

დღესვე, ესტონური დელეგაციის წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოების ბიუროს ეწვივნენ. ანდრია გოცირიძესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით ორგანიზებულ ტექნიკურ სავარჯიშოებში ქართული მხარის მონაწილეობას. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ერთობლივი კიბერწვრთნების ორგანიზება და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფორმატში თანამშრომლობა იყო. ესტონეთის მხარე კიბერუსაფრთხოების ბიუროს კადრების გადამზადებაში დაეხმარება.

ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებული 2015 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში განხორციელდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ესტონელი სტუმრები თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტისა და გენერალური შტაბის J6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთანაც გამართავენ შეხვედრებს.

ესტონეთის დელეგაცია, ასევე, გამართავს შეხვედრებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში და ნატოს სამეკავშირეო ოფისში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics