20:38 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 12:02:25, 331 ნახვა

პოლიტიკა
თამარ სანიკიძე: ვისაც არ უნდა, რომ მათი შვილები რუსთაველზე დაგეგმილ ჩვენებაზე მოხვდნენ, ყურადღებით იყვნენ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მშობლებს მოუწოდებს, ვისაც არ უნდა მათი შვილები რუსთაველის გამზირზე  დაგეგმილ სკანდალური კადრების ჩვენებაზე არ მოხვდნენ, ყურადღებით იყვნენ. 

ამის შესახებ სანიკიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ეს ღია სივრცეა, ამის შესახებ განცხადება უკვე გაკეთდა, შესაბამისად მშობლებიც ვისაც არ უნდათ, რომ მათი შვილები აქ მოხვდნენ, ყურადღებით უნდა იყვნენ", -  აღნიშნა სანიკიძემ. 

რაც შეეხება ფოთსა და  ზუგდიდში სკოლის მოსწავლეებისთვის  წამების ამსახველი კადრების ჩვენებას, სანიკიძე ამაზე კონკრეტული კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს პროვოკაციული ქმედება იყო.

"პროცესები მიმდინარეობდა პროვოკაციის ფონზე, აქედან გამომდინარე დავიწყეთ მოკვლევა, რომ არ მოხდეს ვინმეს უკანონოდ დასჯა ან ცილის წამება. თემა სენსიტიურია და ამ სენსიტიურობიდან გამომდინარე უმჯობესია ჯერ გვქონდეს მოკვლევის შედეგები, რომ ამის შესახებ უფრო დეტალურად ვისაუბროთ და ვნახოთ რეალურად რა მოხდა.  წინასწარი მონაცემებით, ამას ალბათ უკვე ფაქტებით დავადასტურებთ.  ვიცით, რომ ზუგდიდის შემთხვევაში დარბაზში ბავშვები არ ისხდნენ. რაც შეეხება ფოთს, დაველოდები მოკვლევას, რადგან ყველაფერი კარგად დაგეგმილი პროვოკაციის ფონზე მიმდინარეობდა. მე პირადად ძალიან დაინტერესებული ვარ, ვნახო რა მოხდა.  თუ საუბარია ბავშვის უფლებების დარღვევაზე, რეალურად უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ამ უფლებების დამრღვევები", - განაცხადა სანიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics