16:54 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 16:52:03, 355 ნახვა

პოლიტიკა
საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

საკრებულოს სხდომა, სადაც დედაქალაქის მთავრობის წევრობის ახალ კანდიდატებს მხარი უნდა დაუჭირონ, ხმაურით მიმდინარეობს. 

ხმაური ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატების" წევრის ზაზა ვეკუას განცხადებას მოჰყვა.

 ვეკუა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დაეთანხმა, რომ თბილისის  მერი დავით ნარმანია საკრებულოში უნდა მისულიყო.

ამასთან, ვეკუამ ფარქცია "ქართული ოცნების" წევრებს უუნარო უწოდა.

"ჩვენმა მოძრაობამ მოგიყვანათ ხელისუფლებაში, თუმცა უუნარო ხელისუფლება ხართ. "ნაციონალურ მოძრაობას" 9 წლიან მმართველობაზე პასუხი ვერ მოსთხოვეთ",-მიმართა  ზაზა ვეკუამ  ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებს.


"ქართული ოცნების"  დეპუტატებმა კი, ნარმანიას საკრებულოს სხდომაზე მისვლის მოთხოვნა კანდიდატების მხარდაჭერის საკითხის პოლიტიზირებას დაუკავშირეს.


ცნობისთვის, საკრებულოს სხდომა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც ისინი აცხადებენ, სხდომაზე დავით ნარმანია უნდა მისულიყო და დეპუტატებისთვის განემარტა, თუ რატომ გახდა საჭირო  მთავრობაში საკადრო ცვლილებების  განხორციელება.


საკრებულომ დავით ნარმანიას მიერ წარდგენილ თბილისის მთავრობის წევრობის ახალ კანდიდატებს კენჭი დღეს უნდა უყაროს. ნარმანიამ ვიცე–მერის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილის, მერის მეორე მოადგილედ ირაკლი ლექვინაძის კანდიდატურა დაასახელა. მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად პაატა ჯაჭვლიანის, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე კი,  გიორგი გურგენიძის კანდიდატურა წარადგინა.   ამასთან, დავით ნარმანიამ ვაკის გამგებლად ლაშა აბაშიძის კანდიდატურა დაასახელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
აშშ და ირანი მოლაპარაკებების განახლებასა და გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კოდაში, ურთიერთშელაპარაკებისას, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics