12:42 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 18:14:42, 2433 ნახვა

მსოფლიო
სირიაში გერმანელი ჟურნალისტი ტყვეობიდან გაათავისუფლეს

სირიაში ისლამისტების ტყვეობაში მყოფი გერმანელი ჟურნალისტი და მისი შვილი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ BBC გერმანიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, იანინა ფინდაიზენი შვილთან ერთად ამჟამად თურქეთში იმყოფება. ამასთან, გერმანიის მთავრობამ გათავისუფლების დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა. 

როგორც BBC წერს, გერმანიის ხელისუფლება ჟურნალისტის ქვეყანაში გადმოყვანის საქმეზე უკვე მუშაობას. 

ცნობისთვის, ფინდაიზენი დამოუკიდებელი ჟურნალისტია, რომელიც გამოცემა Sueddeutsche Zeitung-თან და ტელეკომპანია NDR-თან თანამშრომლობდა.

გამოცემა Focus-ის ცნობით, ჟურნალისტი 2015 წლის ოქტომბერში სირიაში ტყვედ აიყვანეს, დეკემბერში კი, ტყვეობაში ბიჭი გააჩინა. 

მედიის ინფომრაციით, ფინდაიზენი დაჯგუფება „ჯაბჰათ ან-ნუსრას“ მებრძოლთა ტყვეობაში იმყოფებოდა, რომელიც მისი გათავისუფლების სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს ითხოვდა. 

როგორც პორტალი Site Intelligence Group-ი იუწყება, დაჯგუფება "ჯებჰათ ან-ნუსრა" ჟურნალისტის ტყვეობაში აყვანის ფაქთს უარყოს. დაჯგუფებაში აცხადებენ, რომ სწორედ მათ გადაარჩინეს ფინდაიზენი და მისი შვილი ტყვეობიდან. 

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი სირიაში ექსკლუზიური ინფორმაციის მოსაპოვებლად იყო ჩასული, რომელსაც მას წყარო ისლამისტური დაჯგუფებების შესახებ აწვდიდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics