18:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 16:22:21, 698 ნახვა

რეგიონი
ჩაქვის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი შენობა გადაეცა

ჩაქვის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი შენობა გადაეცა.

სახანძრო სამაშველო სამსახურის ახალი შენობის გახსნას საქართველოს შსს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის შსს დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი და საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, დავით მამულაშვილი დაესწრნენ.

სახანძრო სამაშველო საამსახურის 2 სართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი. სახანძრო დეპო 2 მანქანაზეა გათვლილი და 17 მეხანძრე მაშველი მუშაობს. დღესვე სამაშველო სამსახურს ახალი აღჭურვილობა: წყლის საქაჩი ტუმბოები, გენერატორები, საჭრელი აპარატები და სხვა სახის ახალი ტექნიკა გადაეცა.

აჭარაში 9 სახანძრო, 5 სამაშველო განყოფილება და 1 წყალზე სამაშველი განყოფილება ფუნქციონირებს. რეგიონის მასშტაბით მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის 23 სახანზრო მანქანა მუშაობს და 410 მეხანძრე მაშველი ზრუნავს.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics