12:45 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 09:44:52, 2394 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის ყოფილი პრემიერი და პრეზიდენტი შიმონ პერესი გარდაიცვალა

ისრაელის ყოფილი პრემიერ მინისტრი და პრეზიდენტი შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინსულტის გამო იგი თელ-ავივის ახლომდებარედ, საავადმყოფოში ორი კვირის წინათ გადაიყვანეს. 93 წლის პერესი ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავთ გადაყვანილი, თუმცა მას გონება არ ჰქონდა დაკარგული და საავადმყოფოში მიყვანისას სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

 პერესმა პოლიტიკური კარიერა ძალიან ადრე დაიწყო. 18 წლის უკვე ლეიბორისტული სიონისტური პარტიის მდივანი იყო. 1947 წელს კი, ბენ გურიონმა მას მიანდო ისრაელის არმიის შესყიდვების ხელმძღვანელობა. ამ დროს პერესი მხოლოდ 24 წლის იყო. 1959 წელს, ისრაელის ლეიბორისტული პარტია Mapai-ს პარლამენტარი გახდა ქნესეთში.

"მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რა სჯობს: ვიყო მაკიაველი, ჭკვიანი და ძლიერი, თუ ვიყო ნაივური. ღამე მარტივად არ მეძინებოდა", ამბობდა პერესი, რომლის პოლიტიკური ბიოგრაფია სავსე იყო დიდი წარმატებებით და მოულოდნელი მარცხებით. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics