03:33 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 19:53:02, 452 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი ჯემალ ფუტკარაძე გახდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი ჯემალ ფუტკარაძე გახდა. აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე ჯემალ ფუტკარაძის ვიცესპიკერობას მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, 2 ბიულეტინი ბათილად გამოცხადდა. კენჭისყრაში მონაწილეობა კი, სულ 10-მა დეპუტატმა მიიღო.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერის პოსტზე სულ  2 კანდიდატურა იყო რეგისტრირებული, "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები - ჯემალ ფუტკარაძე და მედეა ვასაძე.

შეგახსენებთ, ჯემალ ფუტკარაძე პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი იყო. პარტიის   სამდივნომ  ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენების საკითხი 8 მარტს განიხლა. პარტიის გენერალურმა მდივანმა - კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პარტიის წევრმა - ჯემალ ფუტკარაძემ, მას შემდეგ რაც მან 2014 წლის 14 სექტემბერს პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილებით მიიღო წერილობითი საყვედური, განმეორებით დაარღვია პარტიის წესდება, უგულვებელყო წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მოახდინა პარტიის დისკრედიტაცია. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური გადაცდომისათვისგამოყენებულ იქნა პარტიის წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური ზომა -პარტიიდან გარიცხვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics